ტრენერის ბლოგი

суббота, 1 марта 2014 г.

მეცხრე დღე

ჩემი  პროექტის პორტფოლიო - "არქიტექტურა"
გადავამოწმეთ და დავასრულეთ პორტფოლიო,ავტვირთეთ ბლოგზე,გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები,ერთმანეთს დავუდეთ პროექტის შესახებ კომენტარები ბლოგზე.ტრენინგები ძალიან შედეგიანი იყო ჩვენთვის,კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნა დაგვეხმარება განვუვითაროთ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები,ტექნოლოგიების უკეთ გამოყენების  და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

მერვე დღე

შევისწავლეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის,შევქმენით ნიჭიერი,სპეცსაჭიროების მქონე და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის სავარჯიშოები.შევქმენით ფასილიტაციის ტექნოლოგია,რომ პროექტის პროდუქტიულობა წარმატებული ყოფილიყო.

воскресенье, 23 февраля 2014 г.

მეშვიდე დღე

დღეს გავიარეთ მეხუთე მოდული,რაც  დამეხმარა  გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
შევქმენი ვ მ ვ ცხრილი,დაკვირვების ჩეკლისტი,ვენ დიაგრამა.შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმაში შეფასების მოკლე მონახაზი და დავიწყეთ სასწავლო პროცედურების შევსება.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

მეექვსე დღე

დღეს გავიარეთ მეოთხე მოდული,შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-პრეზენტაცია თავისი შეფასების ფორმებით,ეს დაგვეხმარება მოსწავლეების შესაძლებლობების განსაზღვრაში.

суббота, 15 февраля 2014 г.

მეხუთე დღე

ვისწავლეთ თუ როგორ გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.გამოყენებული ლიტერატურის მითითება სხვადასხვა ფორმატში.ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება სასარგებლო ინფორმაციის მოპოვების უზრუნველყოფისათვის.ინფორმაციის სანდოობის დადგენა.

воскресенье, 9 февраля 2014 г.

მეოთხე დღე

გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და ფორმებს ინტელის გვერდზე, განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა,გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.